იაპონია-რუსეთის ტერიტორიულ დავას ისტორიკოსები შეისწავლიან

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის,  სერგეი ნარიშკინის იაპონიაში ხანმოკლე ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა, რომ  შეიქმნება რუსი და იაპონელი ისტორიკოსების ერთობლივი კომისია. ისტორიკოსთა ჯგუფი ორ ქვეყანას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაფორმებულ  სამშვიდობო ხელშეკრულებასა და ტერიტორიული პრეტენზიების  საკითხს  შეისწავლის.

ნარიშკინის თქმით, ეს კომისია პირველად 2011 წლის დეკემბერში შეიკრიბება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის  განუცხადა, რომ   რუსეთმა იაპონიას არაერთხელ შესთავაზა  მსგავსი სტურქტურის შექმნა; ვინიდან, მისი აზრით,  განსხვავებულ მიდგომებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დიდად განსაზღვრავს „მეორე მსოფლიო ომის მიზეზებსა და შედეგებზე ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისები“. 

მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, რუსეთის მხრიდან  ჯგუფს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა  სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი,  ანატოლი ტორკუნოვი უხელმძღვანელებს, ხოლო  კომისიის იაპონური მხარე იაპონიის თავდაცვის აკადემისს ბაზაზე ჩამოყალიბდება.

იაპონია რუსეთს კურილის არქიპელაგის რამდენიმე კუნძულს:  იტურუპს, კუნაშირს, სიკოტანს და ჰაბომაის ედავება. 


კომენტარები