პერუს პრეზიდენტმა ქრისტეს გიგანტური ქანდაკება გახსნა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/qristesqan.png##fbimage#
 პერუს პრეზიდენტმა, ალან გარსიამ დედაქალაქ ლიმაში ქრისტეს გიგანტური ქანდაკება საზეიმოდ გახსნა. ქანდაკება ძალიან ჰგავს რიო დე ჟანეიროში აღმართულ ქრისტეს ცნობილ მონუმენტს. ამის გამო პერუს პრეზიდენტსა და ლიმას მერს შორის უთანხმოებაც კი წარმოიშვა. მერი აცხადებდა, რომ ქრისტეს ახალ ქანდაკებას ორიგინალურობა აკლია. ქანდაკება სახელწოდებით, ”წყნარი ოკეანის ქრისტე”, სიმაღლით 22 მეტრია და 15-მეტრიან ბეტონის საძირკველზე დგას. მონუმენტი პერუს დედაქალაქიდან წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს.

პრეზიდენტმა გარსიამ, რომელიც ქანდაკების ინაუგურაციაზე ბიბლიით ხელში მივიდა, ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ”უფალო იესო ქრისტე, დაიცავი პერუ ჰარმონიის, შენდობისა და შერიგებისაკენ გზაზე,” თქვა პრეზიდენტმა.

ქრისტეს გიგანტური ქანდაკება პერუს ბრაზილიურმა კომპანია Odbrecht-მა აჩუქა. 

კომენტარები