საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიკური გეგმა დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა 155 ხმით 138-ის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების ხუთწლიანი გეგმა მიიღო. კენჭისყრის პარალელურად, ათენის ქუჩებში კანონის დამტკიცების წინააღმდეგ გამართული აქციიის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. გეგმის მიხედვით, მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მომდევნო ხუთი წლის მანძილზე საბერძნეთის საბიუჯეტო დანახარჯები 28 მილიარდი ევროთი შემცირდება. ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სანაცვლოდ.

საბერძნეთის მოქალაქეებმა ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვით გააპროტესტეს. ოფიციალური მონაცემებით, სამშაბათს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციელია. საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს არ იზიარებს. საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, გეორგიოს პაპანდრეუს თქმით, მხოლოდ ამ გეგმას შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

კომენტარები