რაგბი: ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს

რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის მონაწილე გუნდებმა წინასწარი შემადგენლობა ივნისში უნდა გამოაცხადონ. უკვე ბევრმა გააკეთა ეს და მათ რიცხვს საქართველოს ნაკრებიც შეუერთდა. ბორჯღალოსნების შოტლანდიელი დამრიგებლის, რიჩი დიქსონის გადაწყვეტილებით, 4 ივლისიდან თბილისში 46 მორაგბე შეიკრიბება. სწორედ ეს შემადგენლობა დაიწყებს მზადების პირველ ეტაპს.

თბილისური ნაწილი ორ კვირას გასტანს, 18 ივლისს კი ქართველი მორაგბეები საფრანგეთში გაემგზავრებიან. ამ დროს მოთამაშეთა რაოდენობა უკვე შემცირებული იქნება. საბოლოოდ მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო თასზე წამსვლელი 30-კაციანი შემადგენლობა 22 აგვისტოს უნდა დაასახელოს.

რიჩი დიქსონის 46-კაციანი შემადგენლობა ასეთია: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (ობენა, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე, საქართველო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (ფიჟაკი, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი, საფრანგეთი), ირაკლი გიორგაძე (აია), მამუკა გორგოძე (მონპელიე, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (ლელო), გიორგი ჟღენტი (მონპელიე, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ნიცა, საფრანგეთი), გიორგი კაჭარავა (ლელო), ვასილ კაკოვინი (ბრივი, საფრანგეთი), ბესიკ ხამაშურიძე (აია), დავით ხინჩეგაშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი), გრიგოლ ლაბაძე (ლა სენი, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სენი, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (აჟენი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (არმია), ბექა შეყლაშვილი (აჟენი, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (მონპელიე, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ბესარიონ უდესიანი (მაკონი, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდონი, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (კარკერენი, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო, საფრანგეთი), დავით ზირაქიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ლაშა თავართქილაძე (ფარული, რუმინეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე

ხაზის მწვრთნელი: დონ კასკი

დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი

ფიზიკური მომზადების მწვრთნელი: გარეთ ადამსონი

კომენტარები