თურქ მსახიობს ეროტიული ფოტოებისთვის მოკვლით ემუქრებიან

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/sila.png##fbimage#
გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის და საიტ Jihad Watch-ის რედაქციის მონაცემებით  25 წლის მსახიობს, თურქ გერმანელს,  სილა სახინს, იმის გამო, რომ ჟურნალ Playboy-სთვის ეროტიული ფოტოები გადაიღო  სერიოზული და რეალური საფრთხე ემუქრება.

გერმანული Playboy-ს მაისის ნომრის  გარეკანზე მუსლიმანი მსახიობის შიშველმა ფოტოებმა მთელი მსოფლიოს მუსლიმების რისხვა გამოიწვია. გერმანიის ტელევიზიას ბერლინში ერთ-ერთი სამწვადეს თურქმა მეპატრონემ განუცხადა, რომ მის შვილს რომ მსგავსი რამ ჩაედინა  საკუთარი ხელით მოკლავდა.

სილა სახინი
სილას მშობლებმა განაცხადეს, რომ შოკში არიან საკუთარი ქალიშვილის  საქციელის გამო. მსახიობის დედამ შვილთან კონტაქტი გაწყვიტა და პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვა.

 ერთადერთი ადამიანი, რომელიც სილას საჯაროდ იცავს მისი შეყვარებული იორნ შლენვოიტია, ის ამტკიცებს რომ სახინს ბრწყინვალე სხეული აქვს და საზოგადოებისგან  მისი დამალვა დანაშაულია.  მისი აზრით, მაისის ნომერში გამოქვეყნებული ეროტიული ფოტოების 12 გვერდი გერმანული Playboy-ის ერთ-ერთი საუკეთესო პუბლიკაციაა.

ისლამისტურ ფორუმებზე სილა სახინს „სულგაყიდულ ძუკნას“, „დასავლეთელ ბოზს“ ეძახიან და აქტიურად განიხილავენ  მისი  სიკვდილით დასჯის სხვადასხვა მეთოდებს, იმის გამო რომ მან  მუსლიმი „ქალის ღირსება შეურაცხყო“ . გერმანიის ისლამისტურმა საზოგადოებამ გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმებს მსახიობის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი   The Sun ავრცელებს

ამჟამად სად იმყოფება სილა სახინი უცნობია, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მან საუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს, აცხადებენ გერმანული სპეცსამსაურები.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმური საზოგადოება გერმანიაში სულ უფრო გავლენიანი ხდება. მისი რაოდენობა 4 მილიონზე მეტია. ხოლო ბერლინში  მუსლიმები  მოსახლეობის 9 პროცენტს შეადგენენ.

კომენტარები