რეცეპტი

შემწვარი კალმახი ბეკონით

2 ულუფის მასალა: მოზრდილი კალმახი (300-350 გრ) 300 გრ. ბეკონი 1 სუფრის კოვზი პესტო 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი 100 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი პილპილი 1 ლიმონი ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:
ჯამში გახსენით პესტო, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი. ხსნარში ჩადეთ კალმახი და გააჩერეთ 20 წუთი (თევზის ამოღების შემდეგ პესტოს მასა შეინახეთ).
გააცხელეთ ღუმელი, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ კალმახი და შეახვიეთ ბეკონის ნაჭრებში. წაუსვით შენახული პესტოს მასა და შედგით ღუმელში 20-30 წუთი.
გამზადებულ თევზს მოასხით ლიმონის წვენი და დააგემოვნეთ.

 მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

 

კომენტარები