რეცეპტი

ორაგული შამპანურის სოუსში

მომზადების წესი

ორაგულის ფილე ჩადეთ მარინადში (ზეითუნის ზეთი, ლიმონი, კამა, მარილი) 20 წუთით.
2 ულუფის მასალა: 250 გრ. ორაგულის ფილე წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის ბუკეტი
(70-70 გრ. სტაფილო, კომბოსტო, პრასი,
წითელი ჭარხლის ფოთლები,
ქამა სოკო, წითელი ხახვი ორი ღერი კამა ორი თეთრი ხახვი 1 კბილი ნიორი 200 გრამი კარაქი 500 ზეითუნის ზეთი 1 ლიმონი მარილი ჯამში 18 ლარი
თევზი გადაიღეთ ცეცხლგამძლე განიერ ჭურჭელში, მოასხით მარინადი და მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთი.
 
ბოსტნეული:
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მასზე ერთი კბილი ნიორი. წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის ბუკეტი დაყარეთ ტაფაზე და ურიეთ სამი წუთი.
ბოსტნეულმა ბუნებრივი სიმკვრივე უნდა შეინარჩუნოს.
 
შამპანურის სოუსი:
ალყა-ალყა დაჭერით თეთრი ხახვი და ჩაყარეთ პატარა ქვაბში. დაუმატეთ კარაქი და შამპანური. სოუსი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 25 წუთი, შემდეგ დააბლენდერეთ.
 
გაანაწილეთ ბოსტნეული ორ თეფშზე, დაადეთ შემწვარი თევზი და მოასხით შამპანურის სოუსი.
 
 

 მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

 

კომენტარები