ტაბულა კვლავ გთავაზობთ ახალი ქართული სამზარეულოს წინანდლის რეცეპტს
4 ულუფის მასალა: 800 გრ. ორაგულის ფილე 50 გრ. კოწახური 1 კგ. შინდი 2 კბილი ნიორი 100 გრ. ჩილის სოუსი 1 კონა ქინძი მარილი ფერადი წიწაკა ზეითუნის ზეთი ჯამში 25 ლარიმომზადების წესი:
დაჭერით ორაგული 50 გრ. ოთხკუთხედ კუბებად. მოაყარეთ კოწახური, მარილი, წითელი წიწაკა და გადაურიეთ.
მოასხით ტაფას („ჟაროვნა”) ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ ორაგული 10 წუთის განმავლობაში.
მოხარშეთ შინდი, გახეხეთ თუშფალანგში და შემდეგ დააბლენდერეთ ნიორთან, ქინძთან და ჩილის სოუსთან ერთად. შეკაზმეთ საწებელი გემოვნებით.
გამოიღეთ ორაგული ღუმელიდან, გაანაწილეთ ოთხ თეფშზე და მიირთვით შინდის სოუსთან ერთად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).