საზოგადოება

ილიას იდენტიფიკაცია

1937 წელს სტა­ლი­ნის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო ზე­ი­მობს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის 100 წლის იუბი­ლეს. გა­მო­ი­ცე­მა მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, იდ­გ­მე­ბა ძეგ­ლე­ბი, მი­სი სა­ხე­ლი ერ­ქ­მე­ვა ქუ­ჩებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. იქ­მ­ნე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბის დი­დი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით თით­ქ­მის და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა, საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის პირ­ველ წლებ­ში სა­ერ­თოდ აიკ­რ­ძა­ლა და რომ­ლის მკვლე­ლო­ბაც ჩაგ­რუ­ლი მუ­შურ­-­გლე­ხუ­რი კლა­სის თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­მარ­თ­ლი­ან ბრძო­ლად მო­ი­ნათ­ლა.

რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და სტა­ლინს ილი­ას მკვდრე­თით აღ­დ­გე­ნი­სას, უც­ნო­ბი­ა. შე­საძ­ლო­ა, ეს ბა­ზა­ლე­თის ტბის ძი­რას ოქ­როს აკ­ვან­ში ჩაწ­ვე­ნილ ყრმად სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ნახ­ვის სურ­ვი­ლი იყო ან ხე­ლე­ბის და­ბა­ნის მცდე­ლო­ბა, სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი ქარ­თუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი პრე­სის მი­ერ ილი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მამ­ხი­ლე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე. ასეა თუ ისე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პირ­ვე­ლი საკ­რა­ლი­ზა­ცია შედ­გა. სტა­ლი­ნი­სე­უ­ლი ილია მუ­შა­თა და გლეხ­თა დამ­ც­ვე­ლად, ბა­ტონ­ყ­მო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლად, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ე­ბის მქა­და­გებ­ლად, თით­ქ­მის ბოლ­შე­ვი­კად მოგ­ვევ­ლი­ნა.

1987 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლას იკ­რებს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. ახ­ლად გა­ჩე­ნი­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დი­დი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით წმინ­და სი­ნო­დი “ქართველი ერის წი­ნა­შე დი­დი ღვაწ­ლის­თ­ვის და და­ბა­დე­ბი­დან 150 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით” იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ილი­ას წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვის თა­ო­ბა­ზე. ჩნდე­ბა ახა­ლი ილია – წმინ­და ილია მარ­თა­ლი, რო­მელ­საც სა­ერ­თო აღა­რა­ფე­რი აქვს სტა­ლი­ნის ილი­ას­თან. ის ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი­ა, ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ც­ვე­ლი, სამ­შობ­ლო­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში ილი­ას სუ­რა­თე­ბი ნელ­-­ნე­ლა ანაც­ვ­ლებს ლე­ნი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს. კვლავ იდ­გ­მე­ბა მი­სი ძეგ­ლე­ბი, მი­სი სა­ხე­ლი, ისე­ვე რო­გორც 50 წლის წინ, ერ­ქ­მე­ვა ქუ­ჩებს და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ამ ახალ ილი­ას სლო­გა­ნიც აქვს - კონ­ტექ­ს­ტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 23 წლის სტუ­დენ­ტ­მა რუ­სი პო­ე­ტის, კოზ­ლო­ვის, უნი­ჭო ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი თარ­გ­მა­ნის კრი­ტი­კი­სას გა­მო­ი­ყე­ნა - “ენა, მა­მუ­ლი, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა”. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, ხსე­ნე­ბულ სლო­გან­ში ბო­ლო ად­გილ­ზე მყო­ფი სიტყ­ვა ძი­რი­თად დატ­ვირ­თ­ვას იძენს და მი­სი ავ­ტო­რიც მყა­რად ეწე­რე­ბა იმ ნა­ხევ­რად ტა­ბუ­ი­რე­ბულ პირ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რიც მხო­ლოდ სა­თა­ნა­დო დის­ტან­ცი­ის დაც­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ახ­ლა კი ცო­ტა ხნით და­ვი­ვიწყოთ ეს ორი ილია და ვი­სა­უბ­როთ სრუ­ლი­ად სხვა პი­როვ­ნე­ბა­ზე - ლი­ბე­რას­ტ­ზე („ეს ლი­ბე­რა­ლი, ბურ­თი­ვით მრგვა­ლი”), ათე­ის­ტე­ბი­სა და სექ­ტან­ტე­ბის მფარ­ველ­ზე („სარწმუნოება სინ­დი­სის, სა­სო­ე­ბის საქ­მეა და აქ ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლია და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი”), ტრა­დი­ცი­ებ­თან მებ­რ­ძოლ­ზე („რაც მა­მა-­პა­პას უქ­ნი­ა, ის ჩვენ უნ­და ვქნა­თო; ეგ ჩი­ნე­თის ფი­ლო­სო­ფია არის; თუ მა­გას მივ­ყე­ვით, ჩვენც ჩი­ნებ­სა­ვით შევ­ს­დ­გე­ბით ერთ ალაგ­ზედ და წინ ფეხს ვე­ღარ წავ­ს­დ­გამთ”), მკრე­ხელ­ზე („ღმერთთან მის­თ­ვის ვლა­პა­რა­კობ, რომ წა­რუძღ­ვე წი­ნა ერ­სა”), ქარ­თ­ვე­ლი ერის მო­ძუ­ლე­ზე („ეხლანდელი ქარ­თ­ვე­ლი რომ ძა­ლი­ა­ნა მძულს, ამით ვამ­ტ­კი­ცებ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს”) და დე­და­ეკ­ლე­სი­ის მტერ­ზე („ყურადღების მიქ­ცე­ვა უნ­და ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო საქ­მე­სა­ცა, ჩვენს ერს მღვდე­ლი არა ჰყავს, ის მღვდლე­ბი, რო­მელ­ნიც არი­ან, იმის­თა­ნა ყო­ფა­ში არი­ან, რომ მარ­ტო ლუკ­მა პუ­რის ძებ­ნა­ში აღა­მე­ბენ თა­ვი­ანთ დღე­სა და ერის სა­სუ­ლი­ე­რო საქ­მი­სათ­ვის ვერ იც­ლი­ან”). ამას და­ვუ­მა­ტოთ სიმ­პა­თი­ე­ბი მა­სონ გა­რი­ბალ­დის მი­მართ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი “თავისუფლების ინ­ს­ტი­ტუ­ტის” წევ­რის თუ არა, სულ მცი­რე, მი­სი რო­მე­ლი­მე თა­ნა­მო­აზ­რის პორ­ტ­რე­ტი და­ი­ხა­ტე­ბა.

ამ­გ­ვა­რად მი­ვი­ღეთ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­მი ადა­მი­ა­ნი. სო­ცი­ა­ლის­ტი, რო­გო­რა­დაც ის ჩემს თა­ო­ბას სკო­ლა­ში შე­ას­წავ­ლეს, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მი­ერ სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის დამ­ც­ველ მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნა­ჟად ტრან­ს­ფორ­მირ­და და სე­კუ­ლა­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი, პროგ­რე­სის­ტი ლი­ბე­რა­ლი. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა და თა­ვად ავირ­ჩი­ოთ ილი­ას სა­სურ­ვე­ლი ვერ­სი­ა.

არას­დ­როს გი­ფიქ­რი­ათ, რას გა­ა­კე­თებ­და ილი­ა, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ეცხოვ­რა? გა­სა­გე­ბი­ა, რომ ყვე­ლა ეპო­ქას თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს, მაგ­რამ მო­ვუხ­მოთ ფან­ტა­ზი­ას და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უცხო­ე­თი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ჭავ­ჭა­ვა­ძე.

დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, რო­გო­რი კერ­პ­თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უცხო­ეთ­ში ნას­წავ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სერ­თი­ფი­კა­ტი ხომ ყვე­ლა­ზე უფ­რო რთულ სფე­რო­შიც კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­რან­ტი­ად ით­ვ­ლე­ბა. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ჩვე­ნი კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ა. ჩვენ ხომ არას­დ­როს გვყო­ლია მოგ­ზა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე სამ­ყა­რო­დან ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მო­ი­ტან­დ­ნენ. შე­დე­გად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­ახ­ლე ძი­რი­თა­დად დამ­პყ­რობ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მო­დი­ო­და. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­სა და ჩვენს შო­რის შუ­ა­მავ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ბერ­ძ­ნე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, არა­ბე­ბი, თურ­ქე­ბი და რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო ახა­ლი ცოდ­ნი­თა და ახა­ლი სიტყ­ვე­ბით გვა­მა­რა­გებ­დ­ნენ.

ქარ­თუ­ლი სუფ­რი­სა და სტუ­მარ­მას­პინ­ძ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბიც ხომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შიმ­ში­ლის შე­დე­გი­ა. სა­კუ­თარ სახ­ლ­-­კარ­ში გა­მო­კე­ტი­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თ­ვის სტუ­მა­რი ახა­ლი ამ­ბე­ბის შე­მო­ტა­ნის ერ­თა­დერთ წყა­როს წა­რმო­ად­გენ­და. ამი­ტო­მაც უხა­რო­დათ სტუმ­რის მოს­ვ­ლა. დას­ხ­დე­ბოდ­ნენ, და­ის­ხამ­დ­ნენ ღვი­ნოს და სა­უბ­რობ­დ­ნენ. რაც უფ­რო მე­ტად შე­ზარ­ხოშ­დე­ბო­და სტუ­მა­რი, მით უფ­რო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას დას­ტყუ­ებ­და მას­პინ­ძე­ლი და, პი­რი­ქით, ამი­ტო­მაც ფა­სობ­და თა­ნა­მე­ი­ნა­ხის დათ­რო­ბის უნა­რი.

მაგ­რამ და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გი­ას და და­ვუბ­რუნ­დეთ ილი­ას. გა­სა­გე­ბი­ა, რომ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე მთავ­რო­ბა­ში რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტ­რის პორ­ტ­ფელს შეს­თა­ვა­ზებ­დ­ნენ. ისიც გა­სა­გე­ბი­ა, რომ, მი­სი ნონ­კონ­ფორ­მის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ხმა­უ­რით წა­მო­ვი­დო­და და, რო­გორც ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა ხოლ­მე, რო­მე­ლი­მე კერ­ძო ბიზ­ნესს მოჰ­კი­დებ­და ხელს. ალ­ბათ ბანკს გახ­ს­ნი­და ან მას­მე­დი­ა­ში ცდი­და ბედს. შემ­დეგ, მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბის გა­მო, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბო­და. ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ოპო­ზი­ცი­ას, ეკ­ლე­სი­ას, რუ­სეთს, ქვეყ­ნის და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებს და მე-19 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ უც­ვ­ლელ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სტა­ტი­ის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ სიტყ­ვა­თა ლი­მიტს რომ არ გა­და­ვა­ჭარ­ბო, მოკ­ლედ და­ვას­რუ­ლებ. ეჭ­ვი მაქვს, ამ­ჯე­რად სი­ბე­რემ­დეც არ აც­ლიდ­ნენ, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში­ვე კი­დევ ერ­თხელ მო­უ­წევ­და შეყ­ვი­რე­ბა: “არ მეს­რო­ლოთ, ილია ვარ...”

კომენტარები