საზოგადოება

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

theguardian.com

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი ლილიან ბეტანკური გუშინ, 21 სექტემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბეტანკური კოსმეტიკური კომპანიის L'oreal-ის მემკვიდრე და ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის ჟურნალ ფორბსის მიერ უმდიდრეს ქალად იყო დასახელებული 39.5 მილიარდი ამერიკული დოლარით.

ბეტანკურის გარდაცვალებას გამოეხმაურა კოსმეტიკური კომპანია. მათი თქმით, ის ყოველთვის ზრუნავდა კომპანიაზე, მათ თანამშრომლებზე და მისი ქმედებები ყოველთვის წარმატებისკენ იყო მიმართული.

ლილიან ბეტანკური პარიზში დაიბადა, იგი L'oeral-ის დამაარსებლების, ლუის მედელაინ ბერტის და ეუგენ შულერის ერთადერთი შვილი იყო. ლილიანი ოჯახის ბიზნესს 15 წლის ასაკში შეურთდა და მას შემდეგ სიკვდილამდე კომპანიაში იყო.

კომენტარები