საზოგადოება

84 წლის კაცმა, თავისი უსინათლო 83 წლის ცოლისთვის მაკიაჟის გაკეთება ისწავლა

Independent.co.uk

84 წლის კაცმა, თავისი 83 წლის უსინათლო ცოლისთვის, მაკიაჟის გაკეთება ისწავლა.

წყვილი ირლანდიაში ცხოვრობს. მონა მონაჰანმა მხედველობა სრულად დაკარგა, ამის შემდეგ კი მისმა ქმარმა დეს მონაჰანმა გადაწყვიტა, რომ მაკიაჟის გაკეთება ესწავლა.

"დესი მაკიაჟს მიკეთებს, იმიტომ რომ მე ეს აღარ შემიძლია. მე ვეღარ ვხედავ, ამიტომ მადლობა დესს, რომ ჩემი მაკიაჟი ყოველთვის კარგია" - თქვა მონა მონაჰანმა.

დეს მონაჰანმა სპეციალურ კურსებზე იარა, რათა პროფესიონალურად შეესწავლა, თუ როგორ გააკეთოს მაკიაჟი.

"მე აღფრთოვანებული ვარ დესით, ის ცდილობს შეისწავლოს ახალი რაღაცები. როდესაც კურსი დავიწყეთ, მას წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა გაეკეთებინა მაკიაჟი, ახლა კი ექსპერტია. დესისა და მონას ისტორია გვიჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ და რა გენდერი გაქვს, ყოველთვის შეიძლება შეიძინო ახალი უნარები" - ამბობს დეს მონაჰანის მანსწავლებელი.

კომენტარები