ელექტროენერგიის გათიშვა

ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.

ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

"10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.

ავარიის დაფიქსირებისთანავე, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები