ელექტროენერგიის გათიშვა

ქვეყანაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, მიწოდება ეტაპობრივად აღდგება - სსე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელქტროენერგია ავარიულად გაითიშა. ავარიის ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია.

მათი თქმით, ელექტროენერგიის აღდგენა 08:05 საათიდან ეტაპობრივად მოხდება.

"დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას.

კომენტარები