საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი “ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზებისა და საერთო ინტერესის საკითხების განსახილველად” სირიას ეწვევა. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა.
მაკრონი, ინვესტორთა დელეგაციისა და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლების თანხლებით, პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასა და მის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას გამართავს.
სირიის პრეზიდენტის ოფისს ვიზიტის თარიღის შესახ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.




