რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთი ოკრუგის ხელმძღვანელი უკრაინული დრონების იეირშის შედეგად დაშავდა

რუსეთში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის ოკრუგის ხელმძღვანელი, დმიტრი პანკოვი დაშავდა.

რაიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, პანკოვი დასახლება გოლოვჩინოში "უპილოტო საფრენი აპარატის დეტონაციის შედეგად" თეძოში არის დაჭრილი. ექიმების შეფასებით, მაღალჩინოსნის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონის იერიშის შედეგად ოკრუგის ხელმძღვანელის სამსახურეობრივი ავტომობილიც დაზიანდა. 

გრაივორონსკის ოკრუგი უკრაინას ესაზღვრება. უკრაინას ამ ტერიტორიაზე დრონებით იერიში ხშირად მიაქვს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 4 ივლისის საღამოდან 5 ივლისის დილამდე რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 71 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის, ბელგოროდის ოლქში, ოკუპირებულ ყირიმსა და შავ ზღვაზე. 

კომენტარები