გოგა ხაინდრავა

ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, რეჟისორის და ქართული ოცნების პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას მიერ TV ფორმულას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”. - ნათქვამია განცხადებაში.

გოგა ხაინდრავამ 21 ივნისს გამართულ ბრიფინფზე თქვა, რომ ტელეკომპანია ფორმულას მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებდა.

საუბარია 17 იანვარს "შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელაინფორმაცია, რომ "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

ხაინდრავა ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ "დააბრალო ქართველ კაცს, რომ ფულის სანაცვლოდ 2 000 პაკისტანელი და ინდოელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე".  

კომენტარები