რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკში Storm Shadow-ებით რუსულ ინფრასტრუქტურას დაარტყა

Storm Shadow
Ben Stansall/AFP via Getty Images

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ 25 მაისს უკრაინის საჰაერო ძალებმა Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

"უკრაინამ Storm Shadow-ის ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა, რათა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში მტრისთვის მნიშვნელოვანი მართვისა და კონტროლის, და საკომუნიკაციო პოსტები გაენადგურებინა." – აღნიშნა გენშტაბმა. 

"ეს დარტყმა ხაზს უსვამს სტრატეგიულ გამჭრიახობას, ერთობლივ დაგეგმვასა და მიზანმიმართულ ქმედებებს, რაც ამტკიცებს, რომ უკრაინულ მიწაზე რუსული აგრესია დაუცველია." – წერია განცხადებაში. 

Storm Shadow-ის რაკეტებს, რომლებიც უკრაინას გაერთიანებულმა სამეფომ მიაწოდა, ვარიანტის მიხედვით, 250-560 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ. აღნიშნული იარაღი გაუმჯობესებული სანავიგაციო სისტემებით არის აღჭურვილი. Storm Shadow-ები ხმელეთთან სიახლოვეს მაღალი სიჩქარით დაფრინავენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმების მიტანის მხრივ მათ ეფექტიანობას ზრდის.

უკრაინამ Storm Shadow-ებით ბოლოს იერიში 10 მარტს მიიტანა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში დაარტყეს ქარხანას, რომელიც რუსული რაკეტებისთვის მართვად სისტემებს აწარმოებდა. 

კომენტარები