ტერორისტული აქტი

პაკისტანში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სადგურთან აიფეთქა, 23 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, 71 - კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმ დროს აიფეთქა, როცა სადგურზე მატარებელმა ჩაიარა.

მომდარზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო.

კომენტარები