საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის "სარფის" გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა.
პოლიციამ ორივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერს შსს.





