საფრანგეთი-ისრაელი

საფრანგეთმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი 
ARIE LEIB ABRAMS/FLASH 90

საფრანგეთმა  ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ამის შესახებ შაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა და დაამატა, რომ ეს  ღაზისკენ მიმავალი აქტივისტების ფლოტილიის მიმართ ბენ-გვირის მიერ დამამცირებელი მოპყრობის გამო მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის მზარდ აღშფოთებას ასახავს.

"დღეიდან ითამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ევროკავშირსაც მოვუწოდებ, რომ ითამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს" - დაწერა ბარომ X-ზე.

კომენტარები