რუსეთი ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერ პოლიტიკოს გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს. ის რუსეთში უცხოურ აგენტად არის აღიარებული და ტერორისტების რეესტრშია შეყვანილი.
კასპაროვი ტერორიზმის გამართლებისა და უცხოური აგენტის საქმიანობის წესის დარღვევის ორ ეპიზოდზე წარდგენილი ბრალდებების გამო პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროსამთავრობო რუსული სააგენტო ТАСС მათ მიერ ნანახი საქმის მასალების მიხედვით ავრცელებს.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
თავდაპირველად კასპაროვს ინტერნეტსივრცეში ტერორიზმის გამართლებას ედავებოდნენ. მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს უცხოეთის აგენტის საქმიანობის წესის დარღვევის სახით.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კასპაროვი უცხოური აგენტების სიაში 2022 წლის მაისში შეიყვანა. კრემლი ამტკიცებდა, რომ ამერიკელი და უკრაინელი დონორების მხარდაჭერით კასპაროვი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. კასპაროვი 2013 წლიდან რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.




