კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

შიო III: ღმერთმა მოგვცეს მადლი შერიგების, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომები

ჩვენ ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომლებიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში იმ საშინელ ომში. ასევე, ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც, ცხინვალში დაღუპულ ჩვენს დებს და ძმებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი დიდი ჭრილობა და მოგვცეს მადლი დიდი შერიგების, რომ მოხდეს ეს ჩვენი შერიგება და აღარ განმეორდეს არასოდეს ეს ძმათამკვლელი ომები, არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ისე გაგრძელებულიყოს და გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში, მშვიდობითა და ღვთის წყალობით.

თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ სამების ტაძარში, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულების პანაშვიდი გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მათი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. იდენტიფიცირებულ პირებს, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ

კომენტარები