ქართული ოცნების პოლიტიკა

გია ვოლსკი ამბობს, რომ LGBT უფლებებს არავინ არღვევს

გია ვოლსკი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ივანიშვილის დეპუტატმა გია ვოლსკიმ, დასანქცირებული TV იმედის ეთერში თქვა, რომ LGBT უფლებებს არავინ არღვევს.

"შენ თუ ეუბნები LGBT საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოხვიდე მთავარ პროსპექტზე დროშებით და შენი უფლებები დაიცვა, რომელსაც არავინაც არ არღვევს, ეს იმას ნიშნავს რომ შენ ელოდები, რომ ამის საპირისპირო აქციაც გაიმართება.

ეს აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რომ სისხლი დაიღვრება, რომ ეს საშუალებას მისცემს კონკრეტულ ძალებს განავითარონ გარკვეული პოლიტიკა შენს მიმართ და ის ტრენდი, რასაც ჰქვია LGBT საზოგადოების დაცვა, იქნება გამოყენებული იმ მექანიზმად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შეარყევს." - თქვა მან. 

კომენტარები