ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ბექაას ხეობასა და სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმების ტალღა დაიწყეს.
26 აპრილს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე "ძლიერი" იერიშების მიტანა დაავალა.
მანამდე, 25 აპრილს, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელისკენ და სამხრეთ ლიბანში განლაგებული IDF-ის სამხედროებისკენ რაკეტები და დრონები გაუშვა.
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 16 აპრილს აშშ-ს შუამავლობით დაიდო. მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარიგება კიდევ 3 კვირით გახანგრძლივდებოდა.
თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხრეთ ლიბანში შეტაკებები არ შეწყვეტილა.
ლიბანის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქვეყნის სამხრეთში, მნიშვნელოვანი გავლენები და ტერიტორიული კონტროლი აქვს დამყარებული აქვს ირანის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ და ტერორისტულ მოძრაობა ჰეზბოლას. ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციას სწორედ მათ წინააღმდეგ ატარებს და ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნას ცდილობს.





