რუსული რეჟიმი

აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 კი დააჯარიმეს

ლევან ზაზაძე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 5 პროცესი გაიმართა. 4 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 კი დააჯარიმეს.

  • ნათია გოფოძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
  • ნოდარ ჩაჩანიძე -3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
  • ანნი ფრიდონაშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • თამუნა გიორგაძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • ნესტან მამაცაშვილი - 5 000-ლარიანი ჯარიმა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.

გარდა ამისა, ქუჩაში გაკეთებული სტენსილის გამო - "მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები, ხალხს შია." - სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა ლევან ჯობავაც. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

კომენტარები