EU-სომხეთი

ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  
   

4 მაისს, ერევანში, სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტის დაწყებამდე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა მიმდინარეობს.

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა ეძღვნება თემას "მომავლის შენება: ერთობა და სტაბილურობა ევროპაში."

"ძლიერი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და შეთანხმებულად წარმართონ დემოკრატიული მდგრადობის გამაძლიერებლელი საქმიანობა, კავშირგაბმულობის განვითარებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად," - წერია განცხადებაში.

სამიტს თანათავმჯდომარეობენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის გარდა, სამიტზე ასევე მიწვეულნი არიან 27-ვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველო, ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

შეხვედრაზე ასევე მიწვეულია კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც სამიტს არაევროპული ქვეყანა ესწრება.

ერევანში 4 და 5 მაისს სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი იმართება.

 

კომენტარები