კრიმინალური პოლიცია

მოქალაქის თქმით, კრიმინალური პოლიცია ინფორმატორობას აიძულებს, დაჭერით ემუქრება

თბილისში, ფონიჭალაში მოქალაქე როშვან შახვერდოვი კრიმინალურ პოლიციას ზეწოლასა და იძულებაში ადანაშაულებს.

როგორც TV პირველთან განაცხადა, შსს-ს წარმლმადგენლრბი მას ინფორმატორად თანამშრომლობას აიძულებენ, ხოლო უარის შემთხვევაში ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით ემუქრებიან.

შახვერდოვის მტკიცებით, პოლიციელები სთხოვენ, ფარულად გადაიღოს და ინფორმაცია მოაგროვოს ფონიჭალაში მცხოვრებ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გავრცელებასთან არიან კავშირში.

“ასჯერ ვუთხარი, მიანც რეკავენ. მემუქრა კაცი, რომ თუ არ მოხვალო, 20 გრამს ჩაგიდებ მანქანაში და დაგიჭერო და როგორ მოვიქცე, მითხარით ახლა?

თუ კიდევ დამირეკავენ ამის შემდეგ, ბენზინს გადავისხამ კამერის წინ, სხვა გზა მე არ მაქვს უკვე. პირდაპირ მეუბნება თუ კამერით არ გადაიღებ სოფლელებს, ვინც წამალზე მუშაობს, მანქანაში ჩაგიდებ 20 გრამ წამალს და დაგიჭერო.

მოდიან ჩემს კორპუსთან, სხვადასხვა მანქანებს აჩერებენ, მეუღლე მაღაზიაში ვერ გადის, ფეხმძიმე გოგოა და საჭმელს ვერ ვყიდულობთ, შიშისგან ვერ მიდის, მე ვერ გავდივარ...

ჩემს ცოლთან რა უფლებით მოდის ახლოს? პირდაპირ მეუბნებიან, კამერა დაიმაგრე გადაიღე შენი სოფლელებიო. მეთქი, მე სამი ბიჭი მყავს, ეგეთ რამეს ვერ ვიზამ, - ამბობს როშვან შახვედროვი”. - ამბობს მოქალაქე.

კომენტარები