ავტოსაგზაო შემთხვევა

ყვარელში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა, 30 აპრილს საღამოს მოხდა.

ინტერპრესნიუსი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავტომობილი, რომელში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. დანარჩენი ახალგაზრდები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები