ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.1%-ია.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია იყო ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში , წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 23.4%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 7.1%-ით შემცირდა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.2%-ით გაიზარდა. 

კომენტარები