ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება

ოქტომბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ 10 თვეში - 7.6%-ით – საქსტატი

iStockPhoto

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ია.

 

უწყების ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 6.ბ%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 9.3%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 8.6%-ით.

კომენტარები