უილიამ შექსპირი

მეცნიერებმა შექსპირის ლონდონის სახლის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

   
   

მკვლევარებმა 400 წლის შემდეგ უილიამ შექსპირის ლონდონის სახლის ზუსტი მდებარეობა დაადგინეს.

შექსპირის ექსპერტმა, King's College London-ის პროფესორმა ლუსი მანრომ, ლონდონის არქივში სხვა კვლევის პროცესში შემთხვევით აღმოაჩინა 1668 წლით დათარიღებული გეგმა, რომელიც ზუსტად ასახავს იმ სახლს, რომელიც დრამატურგმა 1613 წელს ბლექფრაიარსში, ლონდონის მე-13 საუკუნის დროინდელ სამონასტრო კვარტალში შეიძინა.

ამ აღმოჩენამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შექსპირი ბლექფრაიარსში სახლს ფლობდა, თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.

აღმოჩენა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შექსპირმა კარიერის ბოლო წლები სტრეტფორდ-აფონ-ეივონსში გაატარა. სახლი ბლექფრაიარსის თეატრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე მდებარეობდა, სადაც მისი პიესები იდგმებოდა. სავარაუდოდ, მან სწორედ აქ დაასრულა თავისი ბოლო ნაწარმოებების, მათ შორის "ჰენრი VIII"-ს წერა.

მანროს თქმით, სახლის ადგილმდებარეობა შექსპირის პროფესიულ ჩართულობაზე მიუთითებს: "ის ფაქტი, რომ მან სახლი ბლექფრაიარსში შეიძინა, გლობის თეატრიდან ხუთ წუთზე ნაკლებ სავალ მანძილში, მეტყველებს იმაზე, რომ 1613 წელსაც კი ის ლონდონის პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეულ დონეზე ჩართული იყო."

 

კომენტარები