სომხეთში პრორუსული ოპოზიციური პარტიის, ძლიერი სომხეთის 14 წევრი დააკავეს. მათ ბრალად სააარჩევნო მოსყიდვა ედებათ.
"დღეს დილით ანტიკორუფციულმა კომიტეტმა პარტიის სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და 14 პირი დააკავა". - თქვა პარტიის ადვოკატმა, იურა დილანიანმა.
პარტია ძლიერ სომხეთს შინაპატიმრობაში მყოფი მილიარდერი ბიზნესმენი, სამველ კარაპეტიანი მართავს, რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა. ის 2025 წლის ივნისში დააკავეს და ბრალად მთავრობის ძალადობრივად შეცვლისკენ მოწოდებები, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება ედება. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, კარაპეტიანი იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა, შინაპატიმრობაში რჩება.
იმის მიუხედავად, რომ სომხეთის კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს თანამდებობის დაკავება არ შეუძლია, მისმა პარტიამ ის პრემიერმინისტრობის კანდიდად მაინც წარადგინა. კარაპეტიანმა თქვა, რომ ამის გამო, მან სომხეთის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.





