ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითს მანქანა დაეჯხა, კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





