მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ავსტრიამ აშშ-ს უარი უთხრა საკუთარი საჰაერო სივრცის სამხედრო თვითმფრინავებისთვის გამოყენებაზე.
"ნამდვილად იყო თხოვნები და მათზე უარი თავიდანვე ითქვა." - თქვა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა, მიხაელ ბაუერმა. მან ასევე დაამატა, რომ მსგავსი თხოვნა "ქვეყანას ომის მონაწილედ ხდის" და ყოველთვის უარს გასცემენ.
ავსტრია 1955 წლიდან ნეიტრალური ქვეყანაა. მას და შვეიცარიას NATO-ს წევრი ქვეყნები ესაზღვრება. მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უარი შვეიცარიისგანაც მიიღო.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებმაც საჰაერო სივრცე არ გაუხსნეს, გააკრიტიკა.





