პატრიარქის არჩევნები

მეუფე ზენონი: კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით

ასაკი -  სრულიადაც არ შეესაბამება ეს მუხლი კანონიკურ სამართალს. კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით.

განათლებას რაც შეეხება, როდესაც მსოფლიო კრებები იმართებოდა, ღვთისმეტყველები, დოქტორები და პროფესორები მაშინ არ არსებობდა. ვიცით იოანე ღვთისმეტყველი, ვიცით გრიგოლი ღვთისმეტყველი და ა.შ. ანუ ესეც პირობითია. ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, რადგან იმ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს სულიერი ცხოვრების გამოცდილება.

აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს რაიმე ისეთ აბსოლუტურ საზომ ერთეულს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის კატეგორიული და იმპერატიული... 

ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი დანიელი 70 წლისა და თვეებისაა. ხოლო მიტროპოლიტ ისაიას ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით ფორმალური საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს.

კომენტარები