რუსული რეჟიმი

აქციაზე გზის "გადაკეტვის" და ტროტუარზე დგომისთვის 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.

  • ლაშა კაციას 7 თებერვალს აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
  • ამირან ურუშაძეს 31 იანვარს ასევე ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და მასაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • სესილი ბუთხუზს კი 18 დეკემბერს აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
  • ლევან ხმიადაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა 

ნანა ბედინეიშვილის პროცესი, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 

კომენტარები