ბელარუსი-ჩრდილოეთ კორეა

ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში 2-დღიანი ვიზიტით ჩავიდა

ალექსანდრ ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების შესაძლებლობებს განიხილავენ.

კომენტარები