ამერიკა-საქართველო

აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის საელჩო საქართველოში 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს." - წერია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები