რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული დრონები რუს სამხედროებს უფრო სწრაფად ანადგურებენ, ვიდრე მათ ანაცვლებენ – ბროვდი

რობერტ ბროვდი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, 26 ოქტომბერი, 2023
Oleksii Samsonov/Global Images Ukraine via Getty Images

უკრაინის უპილოტო ძალების მეთაურმა, რობერტ "მადიარ" ბროვდიმ The Economist-თან განაცხადა, რომ ზამთრის დაწყებიდან უკრაინულმა დრონებმა მოკლეს ან ბრძოლისუნარიანობა დაუკარგეს სულ მცირე 8 776-ით მეტ რუს სამხედროს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ჩაანავცლოს.

მისივე თქმით, ეს ცვლილება შესაძლოა ომში გარდამტეხ მომენტად იქცეს, რადგან უკრაინა სულ უფრო მეტად კონცენტრირდება არა ტექნიკის, არამედ ცოცხალი ძალის მიზანში ამოღებაზე.

ბროვდის თქმით, დეკემბერი იყო პირველი თვე, როდესაც უკრაინამ მეტი სამხედრო გაანადგურა, ვიდრე რუსეთს შეეძლო ჩაენაცვლებინა. მისი თქმით, პიკში ყოველდღიური დანაკარგი თითქმის 400 სამხედრომდე აღწევდა.

"თუ ბატალიონს ქვეითი აღარ დარჩა, რუსები მას არ შლიან, არამედ შტაბის ოფიცრებს გზავნიან ფრონტზე, ისინი ყველაზე მარტივი სამიზნეები არიან, რადგან ბრძოლა არ შეუძლიათ" - თქვა ბროვდიმ The Economist-თან.

ბროვდის თქმით, უკრაინული ძალები მიზანმიმართულად ანიჭებენ პრიორიტეტს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებას დარტყმების მინიმუმ 30%-ში, რათა რუსეთის ბრძოლისუნარიანობა დაასუსტონ.

"ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ამ "ძროხის წველა," გამოვფიტოთ იგი მის მაქსიმალურ შესაძლებლობებზე მეტად,“ - თქვა მან.

 

კომენტარები