პატრიარქის გარდაცვალება

საპატრიარქო: სამება მოსაწესრიგებლად დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე

ფოტო: ტაბულა 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.

ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდის გიხდით შეფერხებისთვის." - წერია განცხადებაში.  

კომენტარები