პატრიარქის გარდაცვალება

საამიროების პრეზიდენტმა ყაველაშვილს პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ილია მეორე
Sergey Ponomarev/Associated Press

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ივანიშვილის პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო." - წერია საამიროების პრეზიდენტის წერილში. 

კომენტარები