პატრიარქის გარდაცვალება

"ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას" – აშშ-ს სახდეპი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს

მარკო რუბიო
CNN.com

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. მისი სულიერი ლიდერობასა და ურყევი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს მან." - წერს რუბიო განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

კომენტარები