ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, იბრაჰიმ აზიზი წერს, რომ ისრაელის დრონებით მხარდაჭერის გამო უკრაინა "ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა".
ამის შესახებ აზიზი X-ზე წერს.
"ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო ჩაფლავებული უკრაინა ფაქტობრივად ომის მონაწილე გახდა და გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით თავისი მთლიანი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია". - წერს აზიზი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა New York Times-სთან საუბრისას თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მასშტაბების ზრდის ფონზე, უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონების ექსპერტთა ჯგუფი და დრონსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.
ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას თხოვნით ხუთშაბათს, 5 მარტს, მიმართა და უკრაინამ ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო დღესვე გაგზავნა.





