აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

IDF: IRGC-ის კიდევ ერთი მეთაური მოვკალით, რომელიც ჰეზბოლაში საკვანძო როლს ასრულებდა

ისრაელის იერიში ბეირუთში
Fadel Itani / AFP via Getty Images  

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ლიბანში იერიშის დროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) კიდევ ერთი მეთაური, ჰიშამ აბდ ალ-ქარიმ იასინი მოკლეს. 

IDF-ის თანახმად, იასინი ჰეზბოლას კომუნიკაციების დანაყოფსა და IRGC-ის ყუდსის ძალების პალესტინის კორპუსში "საკვანძო მეთაურის" როლს ასრულებდა . 

როგორც IDF იტყობინება, ჰეზბოლას კომუნიკაციების დანაყოფი დაჯგუფების შიგნით "კომუნიკაციის უწყვეტობის უზრუნველყოფაზე" არის პასუხისმგებელი და ტერორისტების "კომუნიკაციების სისტემების დამზადებას, შენახვასა და გამოყენებას" ზედამხედველობს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, იასინი ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების აღდგენაში ეხმარებოდა და "ლიბანში ირანის გასამაგრებლად მუშაობდა".

კომენტარები