ვერ ვხვდები, თუ რატომ გახდა ამხელა განხილვის საგანი, რადიკალური ოპოზიციისთვის მესმის, მათთვის, ბევრჯერ გვიხსენებია ჩვენ ეს ტერმინი, ხელოვნური ჟანგბადის მიწოდების მცდელობაა, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცაზე ხომ უნდა ისაუბრონ, ბოლომდე გამარგინალურები არიან, განულებულები და თავიანთ მომხრეებს, თავიანთი ტელევიზიის მეშვეობით რაღაცაზე უნდა ესაუბრონ. [...]
ჩვენ ამასაც მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ. კონკრეტულად რა ფორმატში და რომელი ლიდერი, ამაზე მე დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი ამ შემთხვევაშიც, რომ პასუხის გარეშე ეს არ დარჩეს. [...]
ჩვენთვის ეს აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგეს, თუმცა მაინც უპასუხოდ არ დავტოვებთ.
ეუთო/ოდირის ანგარიში
მაჭავარიანი ეუთოზე: ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს, თუმცა უპასუხოდ არ დავტოვებთ





