ეუთო/ოდირის ანგარიში

გვარამია მოსკოვის მექანიზმზე: საკმარისია იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ გადატვირთვაზე

ეს დასკვნა არის სრულიად კატასტროფული ქართული ოცნებისთვის და საქართველოს ისტორიაშიც მე არ მეგონა, თუ ასეთ დასკვნას ვნახავდი, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის. ამიტომ მხოლოდ ეს დასკვნაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ქვეყანაში პოლიტიკური გადატვირთვის შესახებ. არა მხოლოდ ვილაპარაკოთ, არამედ ეს ვნახოთ. [...]

ასეთი ტიპის რეკომენდაცია იშვიათად შეგვხვედრია კონვენციურ დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ სწორედ ეს. ჰააგის სასამართლოსთვის ეს არის საკმარისი სამართლებრივი პრერეკვიზიტი, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგეს ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები