თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის სამხრეთში, მალათიაში NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ განათავსეს Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს სისტემის მზადყოფნაში მოყვანა ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად.
"ჩვენი ქვეყანა, რომელიც უმაღლეს დონეზე ინარჩუნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს, NATO-სა და ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შეფასებას და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას გააგრძელებს." - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე 4 და 9 მარტს NATO-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ორი რაკეტა ჩამოაგდო.





