ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როცა ჩვენთან ძალიან ახლოს ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ მშვიდობას ვინარჩუნებთ.
არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.
საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვინც ამ ფაქტს ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებთ, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ.





