აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპის თქმით, ომი თითქმის დასრულდა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარებას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი აზრით, ირანთან ომი თითქმის დასრულებულია და ირანს სამხედრო თვალსაზრისით აღარაფერი დარჩა. 

ამის შესახებ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ილაპარაკა

"ვფიქრობ, ომი ძალიან დასრულებულია, ფაქტობრივად. [ირანს არ აქვს] ფლოტი, კომუნიკაციები, არ აქვთ საჰაერო ძალები. მათი რაკეტები არეულია. მათი დრონები ყველგან ფეთქდება, მათ შორის, მათი დრონების საწარმოებიც. [...] თუ შეხედავთ, არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით, არაფერია დარჩენილი". - თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტი ირანს ჰორმუზის სრუტის შეზღუდვის შემთხვევაში დაემუქრა და თქვა, რომ აშშ-ს "ბევრი რამის გაკეთება შეუძლია" სრუტესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სრუტე ახლა ღიაა და ხომალდები მას იყენებენ, თუმცა ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მაინც "განიხილავს მასზე კონტროლის დამყარებას". 

"ყველაფერს ესროლეს, რისი სროლაც შეუძლიათ და უმჯობესი იქნება, თუ არაფერს ეშმაკურს არ ცდიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ამ ქვეყნის დასასრული იქნება... თუ რაიმე ცუდს იზამენ, ეს ირანის დასასრული იქნება და ამ სახელს ვეღარასდროს გაიგონებთ". - თქვა ტრამპმა. 

ირანის ახლადარჩეული უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის შესახებ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს და ირანის მმართველად სხვა კანდიდატი ჰყავს მხედველობაში.

"მისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს. საერთოდ არანაირი". - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები