აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი: დღეს ირანს ძალიან მძიმედ დაარტყამენ!

"ირანი, რომელიც სასტიკად მარცხდება, ბოდიშს უხდის და დანებდა თავის ახლო აღმოსავლეთის მეზობლებს და დაჰპირდა, რომ მათ აღარ ესვრის. ეს დაპირება გაკეთდა მხოლოდ აშშ-სა და ისრაელის დაუნდობელი თავდასხმების გამო. ისინი [ირანელები] ახლო აღმოსავლეთის დაპყრობას და მის მართვას ცდილობდნენ. ეს ათასობით წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი გარშემო მყოფ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა.

[...]ირანი აღარ არის "ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი" - ახლა ის "ახლო აღმოსავლეთის ლუზერია" და ასე იქნება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, სანამ არ დანებდება ან, უფრო სავარაუდოდ, სრულად არ ჩამოინგრევა.

დღეს ირანს ძალიან მძიმედ დაარტყამენ! ირანის ცუდი ქცევის გამო ახლა სერიოზულად განიხილება სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც ამ მომენტამდე სამიზნედ არ განიხილებოდნენ.

დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი მეზობელ ქვეყნებს მათ წინააღმდეგ მიტანილი იერიშების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნის დროებითმა ხელმძღვანელობის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არც საჰაერო და არც სარაკეტო იერიშებს აღარ მიიტანს, თუ ირანს თავად ის ქვეყნები არ დაესხმებიან თავს.

კომენტარები